„თანა“ – მეგობრობით, სიყვარულითა და შემოქმედებით შექმნილი სივრცეა რომელიც დაარსდა 2025 წლის მარტს
ბავშვობის მეგობრებმა, ხელოვნებისა და ხელით მუშაობის სიყვარულით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სტუდია, რომელიც ბათუმში გახდებოდა ახალი ჰობის, ხელოვნებისა და თავშეყრის სივრცე. ადგილი, სადაც როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს შეეძლებათ დროის სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარება.
„თანა“ არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარ პროექტებზე, დატოვოთ ინდივიდუალური შეკვეთები და ერთად დავაკმაყოფილოთ კერამიკაზე მზარდი მოთხოვნა.
ჩვენი სტუდია ნათელი, მყუდრო და შთამაგონებელია – განთავსებულია ძველი ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ, XVIII საუკუნეში აშენებულ შენობაში. ეს ისტორიული ლოკაცია ჩვენს ხელნაკეთ ნივთებს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს, ხოლო ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძველ ბათუმს ვუბრუნებთ იმას, რაც ნამდვილად ეკუთვნის – ლამაზ, ლაღ და კრეატიულ სივრცეს.
გვეწვიეთ
სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 საათიდან –20:00 საათამდე; ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა № 3; დაგვირეკეთ მეტი ინფორმაციის მისაღებად: 568 61 99 70